სიახლე
,,რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა” – ბუდრისი
მედიაცენტრი
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის ცნობით, რუსული რაკეტები კიევში, ლიეტუვის საელჩოს შენობიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. „საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. დღეს ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს“, – წერს ბუდრისი X-ზე. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის დასრულების არანაირი ნიშანი არ არსებობს. „პასუხი ნათელია: რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უფრო მკაცრი სანქციების მეშვეობით და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. The post ,,რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა” – ბუდრისი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.