სიახლე

ოქროს ფასი შემცირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

GuriaNews

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაიაფდა. კერძოდ, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 57 დოლარით შემცირდა და 4 043 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 1.41%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.28%-იან კლებას აჩვენებს, წლიურად კი 22%-იანი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება ვერცხლს, ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.19 […] The post ოქროს ფასი შემცირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაიაფდა. კერძოდ, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 57 დოლარით შემცირდა და 4 043 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 1.41%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.28%-იან კლებას აჩვენებს, წლიურად კი 22%-იანი მატება ფიქსირდება.

რაც შეეხება ვერცხლს, ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.19 დოლარით (დღის ჭრილში -2%) შემცირდა და 1 უნცია 57.61 დოლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 3%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურად 59%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის მქონე ოქროს ღირებულება 357 ლარია, 958 სინჯიანი ოქროს კი 342 ლარი. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამი ვერცხლი ამჟამად 5 ლარის ფარგლებშია, 925 სინჯის მქონე გრამი ვერცხლი კი 4.67 ლარი ღირს.

bpn.ge

The post ოქროს ფასი შემცირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი