,,აშშ-ის საელჩოს განცხადება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია” – ირაკლი კობახიძე
აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-თან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაელოდება ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას. „რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი,… The post ,,აშშ-ის საელჩოს განცხადება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია” – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →