სიახლე

ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთ ტანკერს დაარტყეს

მედიაცენტრი

,,ჰორმუზის სრუტეში დარტყმა კიდევ ერთ ტანკერს მიაყენეს”, – ამის შესახებ რეგიონში საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის ორგანიზაცია, ,,გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები” იუწყება. ორგანიზაციის ცნობით, სატვირთო გემმა საგანგებო სიგნალი გაავრცელა და განაცხადა, რომ ჭურვი მოხვდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ინფორმაციით, ტანკერს დარტყმა მიაყენეს ომანის ქალაქ ალ-ხასაბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 საზღვაო მილის (37 კილომეტრის) დაშორებით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილში. ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ომანის მახლობლად გემებზე თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. The post ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთ ტანკერს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი