ევროკავშირის შს მინისტრები სეუტის მიგრაციულ კრიზისზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ონლაინ რეჟიმში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელიც ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან ათასობით მიგრანტის შესვლას უკავშირდება. შეხვედრის მთავარი თემები ესპანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადება და მსგავსი მიგრაციული კრიზისების პრევენციის გზების ძიება იქნება. მედიის ცნობით, მადრიდი შეხვედრაზე მწვავედ გააკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც სეუტის მოვლენები ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესზე პოლიტიკური თავდასხმისთვის გამოიყენეს. ესპანეთს შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა წარადგენს, რომელიც კრიზისის საპასუხოდ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოვა. The post ევროკავშირის შს მინისტრები სეუტის მიგრაციულ კრიზისზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →