სიახლე
პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
მედიაცენტრი
პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გზა გადაუჭრეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, ინციდენტი ქალაქ კოშალინიდან 56 კილომეტრში მოხდა და ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა. პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტი რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა. „რუსეთი ნატო-ს წევრის საზღვრებთან კიდევ ერთხელ ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რითაც ალიანსის თავდაცვის სისტემების სიფხიზლესა და მზადყოფნას ცდის“- განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. The post პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.