სიახლე

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა

მედიაცენტრი

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა მოაწერეს. პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც გამყოფი ზოლით იქნება აღჭურვილი. გამოყოფილი დაფინანსება კონკრეტულად ორ მონაკვეთს მოხმარდება: ლოტი 4: თბილისის აეროპორტი – ლოჭინი; ლოტი 5: ლოჭინი – რუსთავი. უწყების განმარტებით, ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიზნად ისახავს დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას, სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა… The post საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი