სიახლე

ტუალეტში ტელეფონით დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა

Tbilisi Times

უნიტაზზე დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა. ამ უჩვეულო შემთხვევაზე Telegram-არხმა Mash-მა დაწერა. ქალის თქმით, მას შემდეგ, რაც ტუალეტში სმარტფონით ხელში დიდი დრო გაატარა, ფეხზე დაბერილი ვენა შენიშნა. შეშფოთებულმა მოქალაქემ კითხვით, თუ რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს მდგომარეობა, ChatGPT-ს მიმართა. „ბოტმა მირჩია, დაუყოვნებლივ მიმემართა სასწრაფო დახმარებისთვის, რადგან თუ ეს თრომბი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. […] The post ტუალეტში ტელეფონით დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

უნიტაზზე დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა. ამ უჩვეულო შემთხვევაზე Telegram-არხმა Mash-მა დაწერა.

ქალის თქმით, მას შემდეგ, რაც ტუალეტში სმარტფონით ხელში დიდი დრო გაატარა, ფეხზე დაბერილი ვენა შენიშნა. შეშფოთებულმა მოქალაქემ კითხვით, თუ რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს მდგომარეობა, ChatGPT-ს მიმართა.

„ბოტმა მირჩია, დაუყოვნებლივ მიმემართა სასწრაფო დახმარებისთვის, რადგან თუ ეს თრომბი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, უბრალოდ, დიდხანს ვიჯექი უნიტაზზე ტელეფონით ხელში“ – იხსენებს ქალი.

ულტრაბგერითმა გამოკვლევამ მუხლუკანა ვენაში თრომბის არსებობა დაადასტურა. პაციენტს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისთვის სისხლძარღვთა ქირურგთან მიმართვა ურჩიეს.

The post ტუალეტში ტელეფონით დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა appeared first on TTimes.GE.


მსგავსი