ქუთაისელი ტყვიის მსროლელი იოანე ხვარეშია 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა 10-მეტრიან დისტანციაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალურ ეტაპზე 241.4 ქულა დააგროვა, რაც ოქროს მედლის მომტანი აღმოჩნდა.
ვერცხლის მედალი თურქმა ფარეტინ ჯან ერმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერბი უროშ გაჯიჩი გახდა, რომელმაც 218.8 ქულა დააგროვა.