სიახლე

ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი იპოვეს

მედიაცენტრი

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავ An-124-თან ახლოს, დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ინციდენტის გამო 5 აგვისტოს ღამით აეროპორტში ფრენები შეფერხდა, ხოლო რამდენიმე რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. პოლიციის კონფიდენციალური დოკუმენტების თანახმად, მოდიფიცირებულ დრონზე დამაგრებული იყო „უცნობი ნივთიერება“ დეტონატორით. ნაღმსაწინააღმდეგო სპეციალისტებმა უპილოტო აპარატის საკონტროლო აფეთქება სპეციალური რობოტით განახორციელეს. სამართალდამცველები დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავენ და დრონის ოპერატორს ეძებენ. ამ დროისთვის აეროპორტის სამხრეთის ასაფრენი ზოლი დაკეტილია. იმავე ღამეს ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტის დახურვის გამო ჰანოვერში გადამისამართდა, ჰაერში უცნობ ობიექტს შეეჯახა და უმნიშვნელო დაზიანება… The post ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი