მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს – გაერო
მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა. გაერო-ს უმაღლესი კომისრის ცნობით, სიკვდილით დასჯილთაგან 27 პირს განაჩენი წლის დასაწყისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გამოუტანეს. „შეშფოთებული ვარ მარტის თვის შემდეგ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდით“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა. მან აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის მექანიზმს მოსახლეობაში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იყენებს. გაერო-ს წარმომადგენლის მონაცემებით, ირანში სიკვდილით დასჯის საფრთხე ამჟამად კიდევ 100-მდე ადამიანს ემუქრება. The post მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს – გაერო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →