სიახლე

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

MegaTV

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი “ბიძინა ყ – არაა/არის?”. შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციით ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორი 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა შაკო ბაღდოშვილმაც. სამოქალაქო აქტივისტი […]

პირველწყარო →

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი “ბიძინა ყ – არაა/არის?”.

  • შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციით ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორი 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა შაკო ბაღდოშვილმაც. 

სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საკრებულოსთან იმავე ბანერის გამო დააკავეს.


მსგავსი