სიახლე
უკრაინამ სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა
მედიაცენტრი
უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის სამარის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ქარხანაზე უკრაინული თავდასხმის შედეგად დაიწყო. კრასნოდარის მხარეში, ილსკის დასახლებაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც დაფიქსირდა თავდასხმა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ დროისთვის დეტალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. The post უკრაინამ სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.