სააგენტო "პარალელი"
“სანამ, ზოგიერთები რეჟიმის პროპაგანდისთვის საკვებს ქმნიან, არ დაგვავიწყდეს, ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები” – თენგო თევზაძე
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, თენგო თევზაძე, აქტუალობიდან გამომდინარე, 3 საკითხთან დაკავშირებით ახდენს კონკრეტული შეკითხვების დასმას:
“სანამ, ზოგიერთები რეჟიმის პროპაგანდისთვის საკვებს ქმნიან, არ დაგვავიწყდეს, ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები:
1️⃣ბოლო ორ კვირაში 3 – ჯერ რატომ ჩაბნელდა ქვეყანა?
სუს-ის გამოძიებამ რაო? დასანქცირებულების შვილობილმა კომპანიებმა თელმიკომ და თელასმა ერთი განცხადება თუ მაინც გაავრცელეს? ზარდიაშვილის მოხსნა რატომ გახდა საჭირო? თუ ენერგო სისტემის (ენგურჰესის) ‘’ტესტირებების’’ ბრალია სრული გამორთვა მგზავრების ევაკუაცია მეტროს გვირაბებიდან რატომ ხდება საჭირო? რუსეთს რატომ გადავაბარეთ ჩვენი ენერგო სისტემის 100%?
2️⃣ განათლების ე.წ რეფორმის კრახი და ვინ არის პასუხისმგებელი?
სასწავლო სახელმძღვანელოების ნაცვლად, ხელში, მხოლოდ ყდები რატომ შეგვრჩა? როგორი რეფორმაა როცა სტუდენტმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა და სოხუმის უნივერსიტეტში მოხვდა? ფორმების ვერ შემკერავი სამინისტრო მშობლებს რატომ ემუქრება?
3️⃣ სტუდია მონიტორის გამოძიებას რა რეაგირება მოჰყვა?
რატომ ვძარცვავთ ევროპელ და ამერიკელ პენსიონერებს და ამის შეჩერებას სახელმწიფოს რატომ ვერ ახერხებს? ვინ მფარველობს ამ კრიმინალურ დაჯგუფებას? სტუდია მონიტორის გამოძიებას პროკურატურის მხრიდან რაიმე რეაგირება მოჰყვა?
არადა რამდენი ფული ჩაიყარა და იყრება ნარატივების და კონტრ. ნარატივების შექმნაზე. ასე, სულელების და სასარგებლო იდიოტების დღის წესრიგით გაგრძელება გარდაუვალი დამარცხებაა“, – წერს თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში.
“სანამ, ზოგიერთები რეჟიმის პროპაგანდისთვის საკვებს ქმნიან, არ დაგვავიწყდეს, ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხები” – თენგო თევზაძე
პარალელი