,,ყოველ საღამოს მხვდებიან, შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან“ – კობა ფარტენაძე
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უცნობი პირი მას შეღებილი თმის გამო ჰომოფობიური ტერმინოლოგიით მიმართავს, ემუქრება. როგორც ფარტენაძე წერს, ბოლო დღეებში მასზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. ჟურნალისტი სამართალდამცავ უწყებებს, სახალხო დამცველსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს, დროულად შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევები და მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ. „ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. ზოგიერთის დამადასტურებელი კადრი მაქვს, ზოგიერთის არა, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და… The post ,,ყოველ საღამოს მხვდებიან, შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან“ – კობა ფარტენაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →