სიახლე

სამხრეთ აფრიკაში, მიტოვებულ შახტაში ინციდენტს 14 არალეგალი მაღაროელი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ქალაქ რუსტენბურგის მახლობლად მდებარე მიტოვებულ მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 არალეგალი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაშავდა. სამართალდამცავებს მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ. Reuters-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში უკანონო სამთო საქმიანობა ათწლეულებია სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არალეგალი მაღაროელები ხშირად შედიან კომპანიების მიერ მიტოვებულ ობიექტებზე დარჩენილი რესურსების მოსაპოვებლად, საიდანაც ნაწილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებენ. The post სამხრეთ აფრიკაში, მიტოვებულ შახტაში ინციდენტს 14 არალეგალი მაღაროელი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი