სიახლე

წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემს თავს დაესხნენ

მედიაცენტრი

წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტეში ტრანზიტის დროს, საუდის არაბეთის საკუთრებაში არსებულ კომერციულ გემს, სავარაუდოდ, რაკეტა მოხვდა. საზღვაო დაზვერვის ჯგუფ „მარისკსის“ პირველადი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი – ორი პაკისტანელი და ერთი ინდონეზიელი დაიღუპა. „ჰუსიტებმა“ გასულ თვეში განაცხადეს, რომ ბაბ ელ-მანდების სრუტეში საუდის არაბეთის ნებისმიერ გემს მიზანში ამოიღებდნენ. „მარისკსში“ აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს ინციდენტი საუდის არაბეთის გემებისთვის საფრთხის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. The post წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემს თავს დაესხნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი