,,ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს” – მედია
როგორც CNN წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს. გემების მონიტორინგის პლატფორმა MarineTraffic-ის ცნობით, ადგილობრივი დროით სამშაბათს, შუადღისას, სრუტე მხოლოდ შვიდმა დიდმა გემმა – ორმა ნავთობტანკერმა, ერთმა გაზმზიდმა, სამმა ბალკერმა და ერთმა სატვირთო ხომალდმა გადაკვეთა. ყველა მათგანი სპარსეთის ყურეში შედიოდა. წინა პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ გემს სრუტის გადასაკვეთად რამდენიმე საათი სჭირდება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი დღის ბოლომდე საგრძნობლად გაიზარდოს. საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ცნობით,… The post ,,ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →