სიახლე

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

Tbilisi Times

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ […] The post ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, ბავშვობის ასაკში, რამდენიმე წლის განმავლობაში, თანასოფლელი სრულწლოვანი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა. ის, ასევე, გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

The post ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე appeared first on TTimes.GE.


მსგავსი