სიახლე

,,იემენი ფართომასშტაბიან ომში დაბრუნების რისკის ქვეშაა” – გაეროს წარმომადგენელი

მედიაცენტრი

გაეროს წარმომადგენლის, ჰანს გრუნდბერგის განცხადებით, იემენი ფართომასშტაბიან ომში დაბრუნების რისკის ქვეშაა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკვების მწვავე უკმარისობას განიცდის. როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, იემენის ფრონტის ხაზზე სამხედრო აქტივობა რამდენიმე რეგიონში შეინიშნება. მისი თქმით, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა სამხედროებსა და მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ჰანს გრუნდბერგმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ განახლებული თავდასხმები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მყოფ კომერციულ გემებზე იემენს უფრო ფართო რეგიონულ დაპირისპირებაში ჩათრევის რისკს უქმნის მაშინ, როცა იემენში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. ცნობისთვის, იემენის მთავრობა და „ჰუსიტები“ 2022 წლის პირველ აპრილს ორთვიან ეროვნულ ზავზე შეთანხმდნენ. The post ,,იემენი ფართომასშტაბიან ომში დაბრუნების რისკის ქვეშაა” – გაეროს წარმომადგენელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი