12 აგვისტოს მზის დაბნელებაა – სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას
12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ. 2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება. რა მოხდება ცაზე? მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს. სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, …
პირველწყარო →