სიახლე

ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ

Alia

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ის ჰორმუზის სრუტეს “აშშ-ს ტერიტორიად” გამოაცხადებს. „ბლოკადა ჩვენ ხელშია,“ – უთხრა ტრამპმა ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს: „არც ერთი გემი ვერ გაივლის, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ.“ “მას შემდეგ, რაც მოვრჩებით ირანის დამარცხებას, რომელიც ძალიან ცუდადაა დამარცხებული… ძალიან მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ს ტერიტორიად გამოვაცხადებ. ფაქტობრივად ეს ხდება. ჩვენ ბლოკადა […] The post ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ appeared first on .

პირველწყარო →

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემდეგ ის ჰორმუზის სრუტეს “აშშ-ს ტერიტორიად” გამოაცხადებს.

„ბლოკადა ჩვენ ხელშია,“ – უთხრა ტრამპმა ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს: „არც ერთი გემი ვერ გაივლის, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ.“

“მას შემდეგ, რაც მოვრჩებით ირანის დამარცხებას, რომელიც ძალიან ცუდადაა დამარცხებული… ძალიან მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ს ტერიტორიად გამოვაცხადებ. ფაქტობრივად ეს ხდება. ჩვენ ბლოკადა გვაქვს, თუ ჩვენ არ გვინდა, გემები ვერ გადიან.” – თქვა მან ნიუ-იორკში გამართულ ყრილობაზე.

ტრამპის თქმით, საწვავზე მაღალი ფასები მხოლოდ იმიტომაა, რომ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს “ძალიან ბოროტ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორია.”

“ბოდიშს არასდროს მოვიხდი, მე სწორად მოვიქეცი.” – დაამატა მან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საპასუხოდ თქვა, რომ „ირანს მუქარის არ ეშინია“:

„ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება არ შეიძლება ტვიტით, ავიამზიდით, აღმასრულებელი ბრძანებით ან საარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლით. ირანს არც მუქარის ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს“.- განაცხადა აბას არაღჩიმ.

The post ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ appeared first on .


მსგავსი