სიახლე

მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

GuriaNews

ავტომობილის შეკეთება და რეცხვა, მობილური ტელეფონის შეკეთება – ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა, _ იუწყება „ბიზნესპრესნიუსი“ ზოგადად კი, გასულ თვეს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებითვე, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%. „ბიზნესპრესნიუსი“ […] The post მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ავტომობილის შეკეთება და რეცხვა, მობილური ტელეფონის შეკეთება – ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა, _ იუწყება „ბიზნესპრესნიუსი“

ზოგადად კი, გასულ თვეს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებითვე, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%.

„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ მომსახურებებს, რომელიც 2026 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ავტომობილის შეკეთება – 25.5%;
  • მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება – 22.08%;
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 21.12%;
  • მობილური ტელეფონის შეკეთება – 16.09%;
  • ქალის თმის დავარცხნა – 15.08%;
  • მღებავის მომსახურება – 15.06%;
  • მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 14.10%;
  • სანტექნიკოსის მომსახურება – 14.07%;
  • მამაკაცის თმის შეჭრა – 14.06%;
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 12%.

The post მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი