განახლდა
დღეს: 63 სიახლე
Timer

ესპანურმა F-18 გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონი ჩამოაგდო

ესპანურმა F-18 გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე მოლდოვიდან დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თვითმფრინავმა სამიზნე გალაცის ოლქში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაანადგურა. ინციდენტის გამო რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. Source

იხილე სრულად: timer.ge ↗
Netgazeti

NATO-ს ავიაგამანადგურებელმა ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი დრონი ჩამოაგდო – რუმინეთი

ესპანურმა გამანადგურებელმა F-18-მა კვირას, 16 აგვისტოს, ნატოს დავალებით მოქმედებისას, რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკანონოდ შეიჭრა. ეს მიმდინარე წელს რუმინეთის თავზე…

მედიაცენტრი

ნატო-ს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო

ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით მათმა სათვალთვალო სისტემებმა მოლდოვას საჰაერო სივრციდან შესული საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელიც გალაციდან დაახლოებით 24…

Radio Tavisupleba

რუმინეთის არმიის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი

რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა F-16-მა რაკეტით ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული უპილოტო საფრენი აპარატი. ინციდენტი 24 ივლისს დილით მოხდა. 24 ივლისს უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა მიმდინარეობდა.რუმინეთის თავდაცვის…

News.ge

რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს – დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავმა რუმინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, სულინა-ჩილიას მიდამოებში, დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ რუმინელ პილოტებს და სახმელეთო ჯგუფებს პროფესიონალიზმს, გამბედაობასა და ეფექტურობას, რომლითაც…

მედიაცენტრი

,,რუმინეთში ჩამოგდებული დრონი, როგორც ჩანს, რუსულია” – ნატო-ს პრესსპიკერი

ნატო-ს სამხედრო შტაბბინის პრესსპიკერის მარტინ ო’დონელის განცხადებით, დრონი, რომელიც ალიანსის გამანადგურებელმა დღეს რუმინეთში ჩამოაგდო, სავარაუდოდ, რუსული იყო. ნატო-ს F-18 გამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცე უკანონოდ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს…

News.ge

ლიეტუვის თავდაცვის უწყება – ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო

დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ საფრთხეებს“…

Metronome

რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმისას რუმინეთის საჰაერო სივრცეში თუ შეიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავს

რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, რუმინეთი დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა. „ბიბისისთან“ ინტერვიუში რუმინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ქვეყანა დამატებით ნაბიჯებს მას…

Radio Tavisupleba

რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის მონაწილე F-18 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც უკანონოდ დაარღვია რუმინეთის საჰაერო სივრცე.

მედიაცენტრი

,,დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას” – რუმინეთის პრეზიდენტი

,,რუმინეთის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავმა რუმინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, სულინა-ჩილიას მიდამოებში, დრონი ჩამოაგდო”, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ რუმინელ პილოტებს და სახმელეთო ჯგუფებს პროფესიონალიზმს, გამბედაობასა და ეფექტურობას…

Timer

რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს

ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს დილით, 8:30 საათზე, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სფინტუ-გეორგედან დასავლეთით 10 კმ-ში, ახალი დრონი ჩამოაგდეს. დრონი რუმინელმა პილოტმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჩამოაგდო“, – წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე. ცნობისთვის…

Metronome

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა – რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რადარებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ…

News.ge

რუსულმა დრონმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა შავ ზღვაზე, სულინას რაიონში, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოაგდო. ოპერაცია ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში…