სიახლე

ჰავაიზე ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

მედიაცენტრი

ჰავაის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა „ლალამ“ ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რის გამოც 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო, ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ეს ჰავაის დიდი კუნძულის პირველი პირდაპირი დარტყმა იქნება ქარიშხლისგან 34 წლის განმავლობაში. ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, გზა ბევრ ადგილას დაზიანდა, ასევე გადაიდო 190 ფრენა. The post ჰავაიზე ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი