სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.
The post მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო appeared first on გურია ნიუსი.