კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე დააკავეს – შსს
შსს-ს ცნობით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. “კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა… The post კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე დააკავეს – შსს appeared first on მედიაცენტრი მთავარი …
პირველწყარო →