სიახლე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

GuriaNews

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)”. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. […] The post განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)”.  სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი