პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება – 109 აბი „პრეგაბალინი”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →