,,რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ჩვენს გადაწყვეტილებაში, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში” – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა მოსკოვის მუქარას, რომლის თანახმადაც კიევისთვის დრონების მიწოდებას ლონდონისთვის პასუხისმგებლობა და შესაბამისი შედეგები მოჰყვება. „ბრიტანეთი უკრაინის მხარდამხარ დგას. მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ უკრაინა იმ აღჭურვილობით, რომელიც მას პუტინის უკანონო შემოჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება. რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ამ მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაში, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. საპასუხოდ, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ რაც უფრო ღრმად ჩაერთვება ლონდონი კონფლიქტში და მხარს დაუჭერს კიევს, მით უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. The post ,,რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ჩვენს გადაწყვეტილებაში, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში” – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →