აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარეს. შეხვედრაზე რუსულ მხარეს აზერბაიჯანული მხარის მკაცრი პროტესტი და სერიოზული შეშფოთება ეცნობა. პროტესტი უკავშირდება 2026 წლის 13 აგვისტოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. გარდა ამისა, აღინიშნა 7 აგვისტოს „სპუტნიკ რადიოს“ ეთერში გასული განცხადება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანის შესახებ, ისევე როგორც 9 აგვისტოს YouTube-ზე და 16 აგვისტოს Spas TV-ის ეთერში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ შეურაცხმყოფელი მასალებისა და პროვოკაციული განცხადებების განმეორებითი გამოქვეყნება. აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია ქვეყნის შიდა… The post აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →