ისრაელი სირიისგან ითხოვს, არ განათავსოს თურქული ჯარები თავის ტერიტორიაზე
ისრაელი სირიისგან მოითხოვს, არ დაუშვას თურქული ჯარების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები უსაფრთხოების საკითხებში სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სირიამ ალეპოს მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე თურქეთის ძალების განლაგების ნებართვით დაარღვია. „ისრაელმა სირია არაერთხელ გააფრთხილა, რომ ასეთი განლაგება საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებას. სირიამ ამ გაფრთხილებების იგნორირება არჩია. ისრაელი არ შეეგუება თავისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს და მიესალმება სტატუს-კვოს დაბრუნებას“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იდლიბის რეგიონში მდებარე ძველი აეროდრომის ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა, რაშიც სირიის ხელისუფლებამ ისრაელი დაადანაშაულა. გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განუმარტა,… The post ისრაელი სირიისგან ითხოვს, არ განათავსოს თურქული ჯარები თავის ტერიტორიაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →