სააგენტო "პარალელი"
“საქართველოს მთავრობა რუსული რეჟიმის მაშველი რგოლის როლს თამაშობს” – ანა დოლიძე
აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტს კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე:
“რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას, ცალსახა დადასტურებაა რომ საქართველოს მთავრობა რუსული რეჟიმის მაშველი რგოლის როლს თამაშობს.
უჭირს რუსულ ეკონომიკას უკრაინიდან დარტყმების გამო და ამათ დაგააბარეს აფხაზეთის პრობლემების დროებით მოგვარება.
არ გამიკვირდება რუსული სამხედრო ფორმების შეკერვა ითავონ, ან რაიმე მსგავსი“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
“საქართველოს მთავრობა რუსული რეჟიმის მაშველი რგოლის როლს თამაშობს” – ანა დოლიძე
პარალელი