სააგენტო "პარალელი"
“არის ერთი ძალიან საგულისხმო მომენტი, რომელიც გაოგნებული ვარ, ჩემს გარდა რატომ არავის არ ახსენდება” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას:
“როგორც თავიდანვე დავწერე (ბევრმა რომ არ დამიჯერა) და ახლა ამას აფხაზებიც ადასტურებენ, რომ საწვავი პირდაპირ რუსეთში გავიდა. უკრაინული დარტყმების გამო, რუსები ვერ ბრუნდებოდნენ სოჭიდან სახლში და მათ მიაშველეს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საგულისხმო მომენტი, რომელიც გაოგნებული ვარ, ჩემს გარდა რატომ არავის არ ახსენდება – 2011 წელს რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ, ჩვენ შვეიცარიელების შუამავლობით და ამერიკელების მხარდაჭერით, ხელი მოვაწერეთ რუსეთთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით რუსეთს 2013 წლიდან უნდა დაეშვა თავის ტერიტორიაზე, ფსოუსთან შვეიცარიელებით დაკომპლექტებული საბაჟო პუნქტი, რომელიც იქნებოდა საქართველოს საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის საზღვრის გასაკონტროლებლად.
ამ ხელშეკრულებით, რუსეთი აღიარებდა, რომ ჩვენის საზღვარი გადის ფსოუზე და რაც მთავარია შესაძლებლობა უნდა მოეცა გვეკონტროლებინა ტვირთის გადაადგილება. ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებას ერთხელ არ გახსენებია ის და შესაბამისად არც აუმოქმედებია. ჩვენ რომ დაგვცლოდა პუნქტის გახსნა, ვერავინ ვეღარ გადაიტანდა საწვავს ან სხვა რამეს უკონტროლოდ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“არის ერთი ძალიან საგულისხმო მომენტი, რომელიც გაოგნებული ვარ, ჩემს გარდა რატომ არავის არ ახსენდება” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი