რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს
რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს. როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური აღნიშნავს, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი შვებულებებთანაა დაკავშირებული. ,,ამავდროულად, ახლა მოგზაურთა დიდი ნაკადი სწორედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით აღინიშნება. ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის მიმართულებითაც, რაც ტურისტული სეზონის გაგრძელებითაა განპირობებული”, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში. The post რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →