სიახლე

“ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი” – ანა დოლიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი” – ანა დოლიძე პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს საქართველოს ჭრილში განიხილავს და კონკრეტულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას: “შემოდგომაზე მოსალოდნელი მოვლენები უნდა განვიხილოთ გლობალურ ჭრილში. ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი. აი, ეს, ამ ჭრილში არ უთქვამს ჯერ არავის. ამერიკული წყაროები იუწყებიან რომ რუსეთი აპირებს […] “ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი” – ანა დოლიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს საქართველოს ჭრილში განიხილავს და კონკრეტულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას:

“შემოდგომაზე მოსალოდნელი მოვლენები უნდა განვიხილოთ გლობალურ ჭრილში. ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი. აი, ეს, ამ ჭრილში არ უთქვამს ჯერ არავის.

ამერიკული წყაროები იუწყებიან რომ რუსეთი აპირებს ნატოს ერთიანობის შემოწმებას შემოდგომაზე. ის ვერ აღწევს ვერავითარ წარმატებას უკრაინის ფრონტზე, პირიქით, ამიტომ მას დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებით შეტევა. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს იქნება ნატოს რომელიმე წევრზე შეტევა, სახმედრო ან ჰიბრიდული. ამით,
1. რუსეთი დააზიანებს დასავლეთს;
2. საფრთხეს შეუქმნის ნატოს ერთიანობას;
3. საფრთხეს შეუქმნის ნატოს ერთიანობას აშშ-სა და ევროპას შორის თანხვედრის დარღვევით.

ეს ფონი უნდა გავითვალისწინოთ. ამ ფონზე საქართველოში “ქართული ოცნების” მთავრობის მხრიდან პრო-რუსული ნაბიჯების გადადგმა ჯდება რუსული კონტრ-შეტევის სცენარში დასავლეთის მიმართ. ნაბიჯები, რომელთა მეშვეობით კობახიძე ღიად აჩვენებს ნატოს პრო-რუსულ კურსს, ჩაითვლება ერთ ჩხირ გამარჯვებად იმ რუსეთის სასარგებლოდ, რომელსაც დასათვლელი უკრაინის ხაზზე ბევრი არაფერი აქვს.

პუტინმა ეს რომ არ გააკეთოს ახლა, იგივეა ფეხბურთის გუნდი ჰყავდეს ადამიანს და ჩემპიონატზე არ ათამაშოს.

აფხაზეთისთვის სწავავის მიწოდება, თუ ნებისმიერი სხვა ღია ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ სწორედ ამ ფონზე უნდა განვიხილოთ“, – წერს ანა დოლიძე.

“ივანიშვილის ნაბიჯები არ არის გათვლილი შიდა მოვლენებზე, არამედ არის რუსეთის დასავლეთთან ჭიდილის სცენარის ნაწილი” – ანა დოლიძე
პარალელი


მსგავსი