სიახლე

,,კიევზე თავდასხმისას ფრთოსანი რაკეტების 90% ჩამოვაგდეთ” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული კომბინირებული იერიშის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90%-ის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. ზელენსკის თქმით, რუსულმა დარტყმამ 200-ზე მეტი ობიექტი დააზიანა, მათ შორის 86 საცხოვრებელი სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურა. „რუსეთის ამ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ, ისევე როგორც რუსეთის სხვა დარტყმებს – ვუპასუხებთ სამართლიანად და შორ მანძილზე. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი ძალები კიდევ უფრო მეტ რესურსს მიიღებენ“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. The post ,,კიევზე თავდასხმისას ფრთოსანი რაკეტების 90% ჩამოვაგდეთ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი