სიახლე

აშშ კუბას ახალ სანქციებს უწესებს

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კუბას დამატებით სანქციებს უწესებს. შეზღუდვები 9 ორგანიზაციასა და 3 ფიზიკურ პირს შეეხო, მათ შორის „კუბის ხალხთან მეგობრობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობასა და კუბის მშენებლობის სამინისტროს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების მიზანია შტატებში მოქმედი დივერსიული ქსელების შეზღუდვა, რომლებსაც ჰავანა საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის პროგრამების საბაბით იყენებდა. რუბიოს თქმით, კუბის რეჟიმმა ფიდელ კასტროს 100 წლის იუბილეც კი სცადა ამ ქსელის გასააქტიურებლად. „დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეგუება კუბის რეჟიმის მცდელობებს, დააფინანსოს თავისი რეპრესიები ან გააგრძელოს ანტიამერიკული კამპანია“, – აღნიშნულია მარკო რუბიოს განცხადებაში. The post აშშ კუბას ახალ სანქციებს უწესებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი