უკრაინამ ეისკში ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსში საწვავისა და საპოხი მასალების შესანახ ავზებს დაარტყეს, რამაც ობიექტში ხანძარი გამოიწვია. ეისკის ნავთობჩამტვირთავი კომპლექსი აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში, ეისკის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის საზღვაო ტრანსპორტისთვის ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გადმოტვირთვას ახორციელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, პორტის სატვირთო ტერმინალები ყოველწლიურად დაახლოებით 6.8 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებენ და ობიექტი რუსეთის არმიის მომარაგებით არის დაკავებული. ცნობისთვის, უკრაინულმა დანაყოფებმა იერიში რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზეც მიიტანეს. The post უკრაინამ ეისკში ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →