სიახლე

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

MegaTV

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ ნათესავი მამაკაცი მას ტელეფონით უკავშირდებოდა, ავიწროებდა და მასთან ისეთი სახის კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო. […]

პირველწყარო →

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ ნათესავი მამაკაცი მას ტელეფონით უკავშირდებოდა, ავიწროებდა და მასთან ისეთი სახის კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

 

მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო. მოგვიანებით, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს, ოჯახმა ზარი ჩაიწერა და მიღებული ჩანაწერით სამართალდამცველებს მიმართა.

 

ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპზე იყო გამოძიება მამაკაცის გარდაცვალებამდე და ჰქონდა თუ არა მას საქმეზე რაიმე ოფიციალური საპროცესო სტატუსი.

 

ტვ პირველი


მსგავსი