,,თუ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან” – იური უშაკოვი
,,რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, თუ ორივე ლიდერი იქ იქნება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. „სამიტამდე ჯერ დიდი დროა. თუ ლიდერები ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან და ისაუბრებენ“, – განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლს სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია. ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში, 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი. The post ,,თუ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან” – იური უშაკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →