,,საპროცესოს ველოდებით და მიმართული გვაქვს კიდეც” – ბურჭულაძის ადვოკატი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას განცხადებით, დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურისთვის მიმართული აქვს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული სიახლეების დადასტურებისგან თავს იკავებს. „არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, რომ საპროცესოსთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა. რა თქმა უნდა, ჩვენ საპროცესოს ველოდებით და მიმართული გვაქვს კიდეც“, – განაცხადა ხურცილავამ. ადვოკატმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. „არავის არ მიუცია ჩვენება. შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა… ამ ეტაპზე პასუხებისგან თავს შევიკავებ, რამდენიმე დღე და გაგცემთ პასუხს. არაფერი არ არის დასამალი. არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენება… The post ,,საპროცესოს ველოდებით და მიმართული გვაქვს კიდეც” – ბურჭულაძის ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →