სიახლე

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა

მედიაცენტრი

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა. მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან 23 აგვისტოს აფრინდა. მან ორი დღე რიგაში გაატარა, ხოლო ბოლოს მოსკოვში დაეშვა. ენდრიუსის ბაზა აშშ-ის პრეზიდენტის სამთავრობო ავიაციის (Air Force One) ერთ-ერთი მთავარი განთავსების ადგილია, ხოლო Boeing C-17 Globemaster III კონტინენტთაშორისი მძიმე ტვირთების, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკისა და ავტომობილების გადასაყვანად გამოიყენება. The post მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი