სიახლე
სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Batumelebi
პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება. The post სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.