სიახლე

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

მედიაცენტრი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც კრიპტოაქტივებში ინვესტირებასა და სწრაფ გამომუშავებას უკავშირდება. სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზებები შესაძლოა „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს წარმოადგენდეს, სადაც მოგება არა რეალური ბიზნესსაქმიანობით, არამედ ახალი წევრების ჩართვით გაიცემა. უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი სქემები ადრე თუ გვიან აუცილებლად იშლება, რის გამოც მოქალაქეები დგანან თანხების სრულად დაკარგვის საფრთხის წინაშე. „მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საბროკერო”, “საინვესტიციო”, რაც ავტომატურად არ… The post ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი