სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მასკს ჯილდო „ადამიანების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში, უკრაინისა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში გამოჩენილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის“ გადაეცა. მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარების გაწევა სთხოვა, რათა ილონ მასკს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისას Starlink-ის ქსელის გამოყენების ნებართვა მიეცა. The post ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი