სიახლე
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეუფარდეს
მედიაცენტრი
სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ცნობით, ღამით ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილ პრეზიდენტს დაახლოებით ორი კვირის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარდა. რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი 25 აგვისტოს დააკავეს. ექს-პრეზიდენტს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ფულის გათეთრება. The post სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.