სიახლე

,,რუსებმა წუხელ უკრაინას დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს” – ზელენსკი

მედიაცენტრი

რუსეთმა წუხელ უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით. დარტყმები განხორციელდა პოლტავას, სუმის, ხერსონის, ხარკოვისა და ოდესის ოლქების საცხოვრებელ შენობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრამატორსკში მართვადი საჰაერო ბომბი მაღალსართულიან შენობას დაეცა, ხოლო კიევის ოლქის სოფელ ჩუბინსკეში, დრონების დარტყმის შედეგად საწარმოებში გაჩენილ ხანძარს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ებრძვიან. „რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ევროპელმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამას დაემატოს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის დამატებითი პაკეტები, პირველ რიგში PURL-ის მეშვეობით. იმისათვის,… The post ,,რუსებმა წუხელ უკრაინას დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი