სიახლე

„მიხეილ მესხის“ სტადიონზე გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოვარდა

მედიაცენტრი

თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა – ტრიბუნიდან პოლონური გუნდის გულშემატკივარი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. შემთხვევა „იბერიასა“ და პოლონურ „იაგელონიას“ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ „იაგელონიას“ ფეხბურთელები ტრიბუნებთან მივიდნენ, რათა გამარჯვება ქომაგებთან ერთად აღენიშნათ, რა დროსაც ერთ-ერთი გულშემატკივარი მოაჯირიდან გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. The post „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი