სიახლე
საქართველოში რამდენიმე საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
მედიაცენტრი
საქართველოში დღეს, რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 03:05 საათზე მოხდა. 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ საღამოდან 10 კილომეტრში მდებარეობდა. მეორე მიწისძვრა 09:45 საათზე დაფიქსირდა – 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც. The post საქართველოში რამდენიმე საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.